Tekken - Winter Cup 2022

Tekken - Winter Cup 2022

Playstation 4
-
By GCSF
Cyber Arena, Tbilisi, Georgia
Rules
1.1. მონაწილე ვალდებულია დაეთანხმოს ტურნირის წესებსა და მსაჯის გადაწყვეტილებას;
1.2. სარეგისტრაციოში მითითებული თითოეული დეტალი უნდა იყოს შევსებული მართებულად;
1.3. ყველა მონაწილე უნდა იყოს 18 წლის ან ზემოთ (18+);
1.4. რეგისტრაცია არის ნებადართული მხოლოდ ერთ სახეობაში;

გლობალური წესები
2.1. ფედერაციის მიერ დადგენილი წესები ეხება ყველა ტურნირს, ლიგას თუ სხვა სახის ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული ან თანაორგანიზებულია საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის მიერ;
2.2. ტურნირის წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება ან დისკვალიფიკაცია, რომელიც დამოკიდებულია წესის დარღვევის ხარისხზე;
2.3. წესების დარღვევის გამეორებაზე მიიღებთ დისკვალიფიკაციას (დისკვალიფიკაციის ვადას განსაზღვრავს ადმინისტრაცია);

2.4. ისეთ მომენტზე, რომელიც წესებში არ არის მითითებული, ბოლო სიტყვა ეკუთვნის ადმინისტრაციას, რომელიც ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას;
2.5. ტურნირის დასრულებისას, მზად უნდა იყოთ ინტერვიუს აღება თუ ფოტოს გადაღებისთვის;
2.6. დისკვალიფიცირებული მოთამაშე არ მიიღებს თანხას საპრიზოდან;
2.7. გადაუდებელი სიტუაციის დროს ფედერაციას აქვს უფლება შეცვალოს შეხვედრების განრიგი;
2.8. ლან ტურნირის დროს თუ მოთამაშის მხრიდან შეამჩნევთ წესების დარღვევას ან მიუღებელ ქმედებას აუცილებელია შეატყობინოთ მსაჯს;
2.9. აუცილებელია იყოთ საქართველოს მოქალაქე ან ცხოვრობდეთ საქართველოში;
2.10. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სარეგისტრაციო გადმოგზავნილი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ადმინისტრატორს;
Აკრძალულია სტრიმი ჩემპიონატის დროს;
მატჩებს ექნება განსაზღვრული დაწყების დრო;
2.11. თუ მონაწილე აღარ გააგრძელებს ტურნირზე თამაშს, იგი მიიღებს დისკვალიფიკაციას (დისკვალიფიკაციის ვადას განსაზღვრავს ადმინისტრაცია);
2.12. აუცილებელია ყველა გამოცხადდეს მატჩის განსაზღვრულ დრომდე 10 წუთით ადრე;
2.13. თუ ადმინისტრაციამ დანიშნა რემატჩი, ამ დროს აუცილებელია ითამაშოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ გამოცხადდებით ჩაგეწერებათ წაგება;
2.14. ტურნირის ფორმატის შესახებ გეცოდინებათ რეგისტრაციის შემდეგ;
2.15. თუ ლან ტურნირის დროს თამაშები გადაიდო ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა ტექნიკური თუ სხვა პრობლემა იქნებით ინფორმირებული და საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ სხვა სათამაშო დრო;
2.16. ლან ტურნირის დროს აუცილებელია მოუსმინოთ და შეასრულოთ მსაჯის მითითებები;
2.17. მონაწილეებმა აუცილებლად უნდა მოუსმინონ ტურნირის ადმინისტრატორის ინსტრუქციას დაჯილდოების ცერემონიისთვის;
2.18. მოთამაშე არ უნდა იყოს ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ;;
2.19. მოწინააღმდეგეს თანხის შეთავაზება წაგება/მოგების სანაცვლოდ ისჯება გაძლიერებული პენალტით;
2.20. არასწორი ინფორმაციის მოწოდების შეთმხვევა ისჯება გაძლიერებული პენალტით;
2.21. მოთამაშეებს დათქმულ მატჩამდე გახურებისთვის ექნებათ 5 წუთი;
2.22. პრიზების ან ფულადი ჯილდოების გადაცემის მაქსიმალური დროა 45 დღე;
2.23. პრიზის ან ფულადი ჯილდოს მიღებისას გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები და მიმღები დაიბეგრება შესაბამისად;
2.24. ლან ტურნირისას აუცილებელია თან გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი ბარათი ან პასპორტი;


მოთამაშეების ეთიკა
3.1. იკრძალება:
· შეურაცხმყოფელი სიტყვები;
· ფსონები თამაშებზე;
· ბაგების გამოყენება უპირატესობის მოსაპოვებლად;
· ჩეთის გამოყენება;
· უპატივცემულობა ორგანიზატორების და მოთამაშეების მიმართ;
3.2. რეგისტრაციისას დაუშვებელია მოთამაშეების უცენზურო სახელწოდებები;
3.3. დაუშვებელია შემდეგი სახის რეკლამირება:
· რასიზმის
· სექსიზმის
· ჰომოფობიის
· ქსენოფობიის
· თამბაქოს
· ნარკოტიკული საშუალებების
· არალეგალური ნაწარმის
· პორნოგრაფიის
· სიძულვილის მქონე ტიპის მაისურების ან სხვა ნივთების
· რელიგიის
· დისკრიმინაციის ნებისმიერი სახის მიმართ

წესების შეცვლა
4.1. ფედერაცია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ტურნირის წესების ნებისმიერი ნაწილი;
4.2. ინფორმაცია ტურნირის წესების შეცვლის შესახებ გამოქვეყნდება წინასწარ;

თამაშის პარამეტრები
5.1. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი პერსონაჟი
5.2. მონეტის აგდებით ხდება მხარის გადაწყვეტა
5.3 პირველ რაუნდში მოთამაშეები ვალდებულები არიან აირჩიონ "Random Stage", ხოლო მეორე და მესამე რაუნდში წაგებულ მოთამაშეს აქვს უფლება ან აირჩიოს სხვა პერსონაჟი და კვლავ "Random Stage" იყოს ან პერსონაჯი უცვლელი დატოვოს და აირჩიოს სასურველი ტური
5.4. მოთაშეებმა უნდა აირჩიონ “Random” რუკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგეს დაეწერება 1 ქულა
5.5. ფრეს შემთხვევაში, დაინიშნება რემატჩი
5.6. არკადული და საკუთარი კონტროლერები დასაშვებია
5.7. პაუზა დასაშვებია არანაკლებ 10 წუთი
5.8. თუ მოთამაშემ სპეციალურად ან უნებლიედ დააპაუზა ან გამოაძრო მოწინააღმდეგის კონტროლერი, მაშინ მას ჩაეთვლება რაუნდის წაგება
5.9. თუ თამაშის დროს შეინიშნა ტექნიკური პრობლემა, ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს რემატჩი
5.10. თუ მოთამაშეს შეემჩნევა უმოქმედობა იგი მიიღებს მთლიანი შეხვედრის წაგებას
5.11. აკრძალულია მწვრთნელის ყოფნა თამაშის სვლის ან თამაშის რაუნდებს შორის
5.12. ვინარჩუნებთ ’’Dress Code’’-ის პრინციპებს
5.13. თამაშები ჩატარდება უახლოეს ვერსიაში


ტურნირის სტრუქტურა:
41 მონაწილე 8 ჯგუფად განაწილდება.

ჯგუფიდან გადის 2-2 საუკეთესო.
I ჯგუფის - I ადგილი vs II ჯგუფის - II ადგილი
I ჯგუფის - II ადგილი vs II ჯგუფის - I ადგილი
III ჯგუფის - I ადგილი vs IV ჯგუფის - II ადგილი
III ჯგუფის - II ადგილი vs IV ჯგუფის - I ადგილი
V ჯგუფის - I ადგილი vs VI ჯგუფის - II ადგილი
V ჯგუფის - II ადგილი vs VI ჯგუფის - I ადგილი
VII ჯგუფის - I ადგილი vs VIII ჯგუფის - II ადგილი
VII ჯგუფის - II ადგილი vs VIII ჯგუფის - I ადგილი

გამოვლინდება საუკეთესო 8 , რომლებიც ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან. საუკეთესო 2 მოთამაშე Grand Final-ში ითამაშებს.

ჩატარების დროები:
ჯგუფი+ Play-off
29 ოქტომბერი.

TOP 8
I ტური - 8 ნოემბერი
II ტური - 15 ნომებერი
III ტური - 22 ნოემბერი
IV ტური - 29 ნოემბერი
V ტური -6 დეკემბერი
VI ტური - 13 დეკემბერი
VII ტური - 20 დეკემბერი


ტურნირის ჩატარების ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45 Cyber Arena.
Grand Final ლოკაცია - coming soon...

კენჭისყრა ჩატარდება - 27 ოქტომბერს