GCL PRE Seasons დივიზიონები 2

საქართველოს კიბერლიგის პრესეზონ დივიზიონების მეორე სეზონი

PlayStation 4
-
من قِبل იმერეთის კიბერსპორტის ფედერაცია
Online
القواعد
კიბერლიგის პრესეზონ დივიზიონების საერთო რეგლამენტი
ორგანიზატორია იმერეთის კიბერსპორტის ფედერაცია ტურნირი იმართება საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ეგიდით
პლატფორმა: Playstation 4 , Playstation 5


1.0 დივიზიონი + თასი:
შესარჩევი ტურნირი გამოავლენს გამარჯვებულებს და გადაანაწილებს 3 დივიზიონში. თითო დივიზიონში იქნება 12 გუნდი (მესამეში შესაძლებელია იყოს მეტი მონაწილეც. ყოველი ახალი სეზონიდან დივიზიონებში ჩართვის მსურველები თამაშს დაიწყებენ მესამე დივიზიონიდან). 1 სეზონი გაგრძელდება დაახლოებით 2 კვირას. დივიზიონის პარალელურად შედგება თასის გათამაშება.

1.1 ხანგრძლივობა და ფორმატი:
-დივიზიონი იქნება ყოველთვის ლიგის პრინციპით, ერთ მოთამაშესთან ვთამაშობთ ორ 10 წუთიან მატჩს (გასვლა სახლის პრინციპი არ მოქმედებს). ხანგრძლივობა 11 დღე. სეზონის დაწყების წინ ცალკე გამოქვეყნდება სეზონისა და თასის კონრკეტული რეგლამენტი. -თასი გაიმართება ოლიმპიური სისტემით 2 მატჩი, გასვლა სახლის პრინციპი არ მოქმედებს. ორი მატჩის ჯამში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ბურთების სხვაობას ამ კომპონენტშიც თანაფარდობის შემთხვევაში გაიმართება მესამე მატჩი 5 წთ + მხოლოდ პენალტებით
თასზე მონაწილეობას მიიღებს სამივე დივიზიონის ყველა მოთამაშე,კენჭისყრა გაიმართება განთესვის პრინციპით, მიმდინარე რეიტინგების მიხედვით. ყოველი ახალი სეზონის გამოცხადებისას იქვე მოგეწოდებათ ინფორმაცია თუ რამდენი სეზონი დაიგეგმება იმ პერიოდში გადაბმულად.

1.2 დივიზიონებში გადასვლა - გადმოსვლა
ბოლო 3 ადგილი გავარდება ქვედა დივ-ში, 9 ადგილი (ბოლოდან 4) ითამაშებს 2 მატჩს ქვედა დივის 4 ადგილთან და გამარჯვებული დარჩება ან აღზევდება ზედა დივში. მოთამაშის მიერ დივიზიონის ახალ სეზონში თამაშზე უარის შემთხვევაში, დივიზიონში აღზეევდება ქვედა დივის შემდეგი ადგილზე გასული მოთამაშე

1.3 გუნდის არჩევა და სეზონში რეგისტრაცია:
სეზონის სარეგისტრაციო პოსტზე დაწერილი გუნდით თამაშობთ იმ სეზონს, თუმცა სეზონის მიმდინარეობისას გეძლევათ ერთი შანსი,რომ შეცვალოთ არჩეული გუნდი. გუნდის ცვლილების უფლება გაქვთ მხოლოდ ხუთშაბათი დღის განმავლობაში ტურის ოფიციალურ დრომდე. სხვა დღეს გუნდის შეცვლის უფლება არ გაქვთ. ტურნირში სხვა გუნდით თამაშის შემთხვევაში კონკრეტულ მეტოქესთან 2 ტექნიკური წაგება -6 ქულა, ტექნიკური წაგება განისაზღვრება 0:3.
1.4 ერთი პს4-დან თამაშის შესაძლებლობა და გამჭირვალობა
ერთი პს4-დან რამდენიმე მოთამაშეს ეძლევა ტურნირში მონაწილეობის უფლება მხოლოდ შემდეგი პირობების შესრულებით: 1. ამ შემთხვევაში ტურის ოფიციალური დრო შეიცვლება და მას დაადგენს ორგანიზატორი 2. აუცილებელი იქნება მოთამაშეთა ვიდეო ჩართვა ვიდეოქოლით ისე რომ კადრში გარკვევით ჩანდეს მოთამაშე და მონიტორი.

1.5 ტურნირში ახალი მონაწილის ჩართვა
ნებისმიერ ახალ სეზონში შესაძლებელია ახალი მოთამაშეების დამატება. რათქმაუნდა ისინი დივიზიონში ჩაებმებიან ქვედა - 3 დივიდან

1.6 სეზონის წინ გამოკითხვა:
დივის ტურნირები იქნება სხვადასხვა ტიპის. ყოველი სეზონის წინ გამოქვეყნდება გამოკითხვა და მოცემული ვარიანტებიდან მონაწილეები აირჩევენ თუ რა დონის გუნდებით გაიმართება კონკრეტული სეზონი. მაგ: 5* , 4.5* , 4* და.ა.შ ერთიდაიგივე ფორმატი არ გამეორდება.
1.7 დივში ადგილები განაწილება:
1.მეტი ქულა 2. ურთიერთშეხვედრები 3. ბურთების სხვაობა ურთიერთშეხვედრებში 4. საერთო ბურთების სხვაობა 5.გადათამაშება (1 მატჩი,პენალტებით)

1.8 გადასასვლელი მატჩები - პლეიოფი - ე.წ. სტიკოვკა:
პლეიოფში გამარჯვებულის გამოვლენა: პლეიოფი იქნება 2 მატჩიანი. გასვლა სახლის პრინციპი არ მოქმედებს.თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ბურთების სხვაობას,ამ კომპონენტშიც თანაფარდობის დროს დაინიშნება მესამე 5 წუთიანი მატჩი მხოლოდ პენალტებით
1.9 ტურნირის საწევრო:
ყოველი სეზონის საწევრო გადასახადი შეადგენს:
პირველი დივიზიონი 5 ლარი
მეორე დივიზიონი 5 ლარი
მესამე დივიზიონი 3 ლარი ( ახალი მოთამაშის ჩართვა დივიზიონებში)
საწევროს შემოტანის დედლაინია ხუთშაბათი 23:59



2.0 დივიზიონის სარეიტინგო ქულები
1 დივიზიონი...................2 დივიზიონი..................3 დივიზიონი
1-55…………………………1-25…………………………1-6
2-45…………………………2-20…………………………2-4
3-40…………………………3-18…………………………3-3
4-35…………………………4-15…………………………4-2
5-34…………………………5-14…………………………5-1
6-33…………………………6-13…………………………6-1
7-32…………………………7-12…………………………7-1
8-31…………………………8-11…………………………8-1
9-30…………………………9-10…………………………9-1
10-29……………………….10-9………………………...10-1
11-28……………………….11-8………………………...11-1
12-27……………………….12-7………………………...12-1

2.1 თასის სარეიტინგო ქულები
1 - 25
2 - 20
3 - 18
4 - 15
5-8 - 10
9-16 - 5





2.2 პრიზები:
ყოველი სეზონის ბოლოს დაჯამდება 1 სეზონის რეიტინგები, დივიზიონი + თასი სარეიტინგო ქულების მიხედვით:
1 ადგილი - 100 ლარი
2 ადგილი - 60 ლარი
3 ადგილი - 30 ლარი
პეს 2021-ში დივიზიონების სეზონების დასრულებულად გამოცხადების შემდეგ დაჯამდება ყველა სეზონის რეიტინგები და გამოვლინდებიან 2021 წლის პესის საუკეთესო მოთამაშეები.
თანაბარი სარეიტინგო ქულების შემთხვევაში პრიზი იყოფა.

2.3 ტურების განრიგი დივიზიონში:
დღეში ერთ მოთამაშესთან ვთამაშობთ 2 მატჩს. მოთამაშე ვალდებულია გადაბმულად ითამაშოს 2 თამაში თუ რომელიმე მოთამაშე პირველი თამაშის შემდეგ უარს იტყვის მეორე მატჩის ჩატარებაზე, მას ავტომატურად ჩაეთვლება ტექნიკური წაგება!
1 ტური - პარასკევი - 22:00
2 ტური - შაბათი - 22:00
3 ტური - კვირა - 22:00
4 ტური - ორშაბათი - 22:00
5 ტური - სამშაბათი - 22:00
6 ტური - ოთხშაბათი - 22:00
7 ტური - ხუთშაბათი - 22:00
8 ტური - პარასკევი - 22:00
9 ტური - შაბათი - 22:00
10 ტური - კვირა - 22:00
11 ტური - ორშაბათი - 22:00

მოთამაშე ტურის ოფიციალურ დროს მეტოქესთან კონტაქტზე უნდა გავიდეს დივიზიონების ფეისბუქ ჯგუფში პოსტით, რომელზეც მონიშნავს თავის მოწინააღმდეგეს (თუ ვერ ნიშნავს, მაშინ წერს უბრალოდ სახელს და გვარს ), ეს პოსტი იქნება დოკუმენტი იმისა, რომ იგი მზად იყო ოფიციალურ დროს მატჩის ჩასატარებლად. ამ პოსტზე იგნორის შემთხვევაში მოთამაშეს ჩაეთვლება არ გამოცხადება და დაეწერება ტექნიკური წაგება. თუ არცერთი მოთამაშე არ დაწერს პოსტს მაშინ ორივეს ტექნიკური წაგება. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია იმ დღეს ნებისმიერ დროს ადრე თამაში ამ შემთხვევაში პოსტი არ იქნება საჭირო.

2.4 ტურების განრიგი თასზე:
1 ეტაპი - ოთხშაბათი - 23:00
2 ეტაპი - ხუთშაბათი - 23:00
3 ეტაპი - პარასკევი - 23:00
4 ეტაპი - შაბათი - 23:00
5 ეტაპი - კვირა - 23:00
2.5 მატჩების ჩატარების ადგილი:
აუცილებლად მატჩები უნდა გაიმართოს შემდეგ სერვერზე match lobby (Игровой зал) EU - 4 - IT-01 პაროლი g
2.6 შედეგების შეყვანა ცხრილში:
მატჩის შედეგი მოთამაშეებმა უნდა შეიყვანონ ტურნირის ოფიციალურ საიტზე, რომელსაც აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს თამაშის შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (პს4-ში დასქრინვა share+სამკუთხედი, მიიღება აგრეთვე მობილურით გადაღებული სურათი)
აუცილებელია წარმოვადგინოთ ამ ტიპის სქრინები:
https://d.radikal.ru/d11/2004/dc/3c478509dee1.jpghttps://b.radikal.ru/b33/2004/3c/055cd7a4c411.jpg
ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ვალდებულია შეიყვანოს ანგარიშები. ორივე ფრის შემთხვევაში ანაგრიშები შეყვანა ხდება შეთანხმებისამებრ.
დივიზიონში ანგარიშების შეყვანის ბოლო ვადაა 22:45 თასზე ანგარიშების შეყვანის ბოლო ვადაა 23:59 გარდა ორგანიზატორთან შეთანხმებით გადატანილი ოფიციალური დროებისა. ( ერთი პს4-დან თამაში ან დისკონექტის შემთხვევა) აღნიშნულ პერიოდამდე საიტზე გახსნილი იქნება შედეგების შეყვანის ოფცია, ხოლო დივიზიონში 22:46 დან, შესაბამისად თასზე 00:00-დან ცხრილში შედეგების შეყვანის ოფცია დაიკეტება. ანგარიშების შეყვანის ოფციის დაკეტვის შემდეგ ღიად დარჩენილ გრაფებში ორივე მოთამაშეს დაეწერებათ ტექნიკური წაგებები.
შედეგების ცხრილში შეყვანის ვიდეო:
https://youtu.be/c9u8sw49swU







2.7 ო თ ა ხ ი ს შ ე ქ მ ნ ა:
დივიზიონში:
მატჩის ხანგრძლივობა - 10 წუთი;
დამატებითი დრო - გამორთული;
პენალტების სერია - გამორთული;
შეცვლათა რაოდენობა - 3;
თასზე:
მატჩის ხანგრძლივობა - 10 წუთი;
დამატებითი დრო - გამორთული;
პენალტების სერია - გამორთული;
შეცვლათა რაოდენობა - 3;
თასზე ორი მატჩის ჯამში თანაფარდობის შემთხვევაში მესამე მატჩი:
მატჩის ხანგრძლივობა - 5 წუთი;
დამატებითი დრო - გამორთული;
პენალტების სერია - ჩართული;
შეცვლათა რაოდენობა - 3;
დივიზიონში გადასასვლელი მატჩები - პლეიოფი - ე.წ. სტიკოვკა:
მატჩის ხანგრძლივობა - 10 წუთი;
დამატებითი დრო - გამორთული;
პენალტების სერია - გამორთული;
შეცვლათა რაოდენობა - 3;
დივიზიონში გადასვლელი 2 მატჩის ჯამში თანაფარდობის შემთხვევაში:
მატჩის ხანგრძლივობა - 5 წუთი;
დამატებითი დრო - გამორთული;
პენალტების სერია - ჩართული;
შეცვლათა რაოდენობა - 3;

2.8 ამინდი
აუცილებლად უნდა დავაყენოთ: ზაფხული,საღამო,კარგი ამინდი (წვიმა არა!) და ბურთი,რომელსაც ხილვადობის პრობლემა არ აქვს. თუ მეტოქემ ჩამოთვლილთგან რომელიმე სხვანაირად დააყენა,თქვენ გაქვთ ოთახის დატოვების და რეგლამენტის მიხედვით სეტინგების დაყენების მოთხოვნის უფლება.მხოლოდ მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკების შემთხვევაში
2.9 დისკონექტი:
ჩვეულებრივ სერვერზე (იტ-01 ში) ვერ დაკავშირების შემთხვევაში თამაში აუცილებლად უნდა გაიმართოს ოფიციალურ დროს 10 ვს 10-ის სერვერზე.
3.0 ოთახის დატოვება:
ნემისმიერი მიზეზით (ძირითადად ლაგს) ეხება ოთახის დატოვება უნდა მოხდეს სათამაშო დროის 10 წუთში! ამასთან ამ დროისთვის დაფიქსირებული ანგარიში ნარჩუნდება.
3.1 კავშირის გაწყვეტა
თამაშის მიმდინარეობისას კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში თამაში გრძელდება იგივე ანგარიშიდან, წითელი ბარათების გათვალისწინებით დარჩენილ დროს დამატებული 5 წუთი მაგ: თუ თამაში შეწყდა 40 წუთზე, თამაში განახლდება თავიდან და სათამაშო დრო შეადგენს 90-40=50+5=55 წუთი.

3.2 აკრძალვა
აკრძალულია საკუთარ ნახევარზე ბურთით გაჩერება 5 წუთზე მეტი სათამაშო დროით, მეტოქის მხრიდან პრესინგისა და შეტევაში გადასვლის მცდელობის გარეშე. წესის დარღვევის შემთხვევაში მოთამაშე დაჯარიმდება და დაეწერება ტექნიკური წაგება 0:3
3.3 პროტესტი
არანაირი პროტესტი/პრეტენზია არ მიიღება/განიხილება ვიდეოს წარმოდგენის გარეშე. ვიდეოს ჩაწერა/შენახვა: https://youtu.be/ZtTZ7iRrsLs

3.4 დივიზიონში თამაშის დაწყება ნიშნავს რომ გაეცანით ყველა წესს და ეთანხმებით მათ! სუბიექტური და ინდივიდუალური პრეტენზიები არ მიიღება!
3.5 წესისი დარღვევის დაფიქსირება
მოთამაშის მიერ ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში მისი მეტოქე ატყობინებს მსაჯს და ამის შემდეგ ფიქსირდება შესაბამისი ჯარიმა
3.6 სადაო სიტუაციებში გადაწყვეტილებას იღებენ ორგანიზატორები და ის საბოლოოა!